„პროტესტი უნდა გამოვხატოთ არა რევოლუციური გზით, არამედ მშვიდობიანი ფორმით“ - მამუკა ტუსკაძე ლელოს და ალეკო ელისაშვილს ახალი პოლიტიკური ძალების გაერთიანების ორგანიზებისკენ მოუწოდებს
10-11-2020, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პროტესტი უნდა გამოვხატოთ არა რევოლუციური გზით, არა შტურმით და ქვების სროლით, არამედ მშვიდობიანი ფორმით“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, მამუკა ტუსკაძე ბარიერგადალახულ ახალ პარტიებს ახალი გაერთიანების ორგანიზებისკენ და მშვიდობიანი საპროტესტო მოქმედებისკენ მოუწოდებს.  

 

 

მისი თქმით, სხვა ახალ პარტიებთან ერთად, ის და მისი გუნდი მზადაა, სამართლიანობისთვის მათივე ლიდერობის ფონზე იბრძოლოს.

 

 

„მინდა მოვუწოდო ლელოს და ალეკო ელისაშვილს,  სათავეში ჩაუდგნენ ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებას. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათი ლიდერობით, გამოვიყენოთ ჩვენი ყველა, მათ შორის, ადამიანური რესურსი, დავუთმოთ საერთო საქმეს თუნდაც ეს ოფისი და სამართლიანობა მოვითხოვოთ არა რევოლუციით, შტურმით და ქვების სროლით, არამედ მშვიდობიანი გზით.“ – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

 

 

მისივე განმარტებით, პროტესტის გამოხატვა კანონის ფარგლებში სხვადასხვა გზით, მათ შორის,  უკიდურესი ფორმით – შიმშილობითაც არის შესაძლებელი.

 

 

„არსებობს ბრძოლის სამართლებრივი გზებიც და ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. დარწმუნებული ვარ, არც ლელოს, არც ელისაშვილს არ მოსწონს ძალადობრივი მოქმედებები. ამიტომ, ვთხოვთ, გაემიჯნონ დამნაშავე რეჟიმს და უსამართლობას ვებრძოლოთ ისე, რომ საფრთხე არ შევუქმნათ მოქალაქეებს.

 

 

ჩვენ, შეიძლება, ძალიანაც გვინდა, გავიდეთ და დავდგეთ აქციაზე ჩვენი ხმების დასაცავად, მაგრამ ვერ ვაბიჯებთ მორალურ ღირებულებებს, ვერ ვივიწყებთ იმ დანაშაულებს, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდა დამნაშავე რეჟიმი. ვერ დავიცავთ ხმებს მათთან ერთად, ვინც თავის დროზე თვითონვე აყალბებდა არჩევნებს.

 

 

ამას ემატება გამწვავებული ეპიდვითარებაც. ჩვენ ვერ გადავაყოლებთ  ვიწრო პარტიულ ინტერესებს ადამიანების სიცოცხლეს. ვერავის დავაყენებთ რისკის ქვეშ. ასე უნდა მოიქცეს ყველა პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ლელოსაც და ალეკო ელისაშვილსაც, ჩაუდგნენ სათავეში  ახალ მოძრაობას და მათივე ლიდერობით, ერთად ვიბრძოლოთ ერთიანი მიზნისთვის. ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს ერთი რამ ნამდვილად აერთიანებთ – პოლიტიკურ ჭრილში ვერავინ ვერაფერს წამოგვაძახებს, – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი