ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს
07-10-2015, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა.

 
"ჩვენ ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყველგან და რა თქმა უნდა, საქართველოში, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვითა, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით",-აღნიშნა მარკ ტონერმა.


მისივე თქმით, ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტულ მედიაგარემოს, რომელიც "საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც სამაგალითო მთელი რეგიონისთვის. ამგვარად, ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით", - განაცხადა მარკ ტონერმა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი