„ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით არასოდეს არ გაუმარჯვია, – განუცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე ხელისუფლებაში დესტაბილიზაციით მოვიდა, შემდეგ გააყალბა ერთი არჩევნები და ტერორით, ადამიანის უფლებების დარღვევით და მედიის კონტროლით რჩებოდა ხელისუფლებაში.
„დამოკიდებულება, რომ არჩევნები ვერ იქნება დემოკრატიული, თუ მასში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვა, არის აბსურდული. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პარტიებს შორის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით არასოდეს არ გაუმარჯვია. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავის დროზე, ხელისუფლებაში დესტაბილიზაციით მოვიდა, შემდეგ გააყალბა ერთი არჩევნები და ტერორით, ადამიანის უფლებების დარღვევით და მედიის კონტროლით რჩებოდა ხელისუფლებაში, ვიდრე საზოგადოებამ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ისინი არ გაისტუმრა პოლიტიკიდან. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს გამოცდილება, რომ დემოკრატიული გზით იყოს ხელისუფლებაში, რადგან მათი გენეტიკური კოდი არის არეულობა, დესტაბილიზაცია და დღესაც ცდილობენ, რომ ქვეყანა დააბრუნონ წარსულში. რაც ადრე კარგად გამოსდიოდათ, იმის გაკეთებას ცდილობენ დღესაც“, – განაცხადა თალაკვაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.