რეგიონში უზარმაზარი ცვლილებები მოხდა: სომხეთი აძლევს დერეფანს აზერბაიჯანს, რითაც ეს უკანასკნელი სატრანსპორტო გზით პირდაპირ უკავშირდება თურქეთს... საქართველო თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელ ერთადერთი აქტორის როლს კარგავს
10-11-2020, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

24 საათის განმავლობაში რეგიონში უზარმაზარი ცვლილებები მოხდა: მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა შუშა აიღო, სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც ომში დაკავებული ტერიტორიები რჩება აზერბიაჯანს; 11 დეკემბრამდე თავისუფლდება ყველა ის ტერიტორია, რომელიც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ეკავა სომხურ მხარეს. სტეფანაკერტი და მის ირგვლივ დარჩენილი მცრე ტერიტორია გადადის სომხეთის დე ფაქტო და სამომავლოდ, სავარაუდოა, რომ დე იურე კონტროლის ქვეშაც კი, რომელსაც რუსული სამშვიდობო ძალები დაიცავენ, ხოლო აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე თურქული ძალები შევლენ.

 

 

ომის კიდევ ერთი შედეგი აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დაკავშირებაა. ამის შესახებ პრეზიდენტი ალიევი წერს თავის ტვიტერზე. სომხეთი აძლევს დერეფანს აზერბაიჯანს (დე იურედ, ტერიტორიული ცვლილებებით თუ უბრალო მოხმარებისათვის ჯერჯერობით უცნობია), რითაც ეს უკანასკნელი სატრანსპორტო გზით პირდაპირ უკავშირდება თურქეთს. თუკი ეს მუხლი აღსრულდა და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დერეფანი სამხრეთ სომხეთზე (ე.წ. აგარაკის გზა სიუნიქის პროვინციაში) გავიდა საქართველო თავის სატრანსპორტო და თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელ ერთადერთი აქტორის როლს კარგავს, რაც ჩვენთვის სხვა რეალობაში გაღვიძებას უდრის. თუმცა ამ მიმართულების ეკონომიკური გააქტიურება უშუალოდ აზერბაიჯანზე იქნება დამოკიდებული.

 

 

ყველაფერ ამას მოჰყვა სომხეთში რევოლუციისა და გადატრიალები მცდელობა. პარლამენტის თავმჯდომარე შეიპყრეს და მძიმედ გაუსწორდნენ. ერევანში პოლიციასა და რევოლუციურ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო. პარლამენტი აჯანყებულებმა აიღეს.

 

 

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი სომხეთში ფაქტია, რომ ომის შედეგად რუსეთი და აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოდიან, რომელთაც თამაშის წესების კარნახი დაიწყეს. ფაქტია, ოფიციალურ ერევანს თავისი პრიორიტეტების გადაფასება მოუწევს - ან საბოლოოდ ჩამოეკიდება რუსეთს ან იძულებული გახდება გაიხედოს დასავლეთისაკენ და გადახედოს რუსულ "მეგობრობას". თუმცა რუსული სამხედრო ბერკეტის პირობებში ეს უკანასკნელი რთული (მაგრამ საჭირო) იქნება. ამ ეტაპზე, გუშინდელი შეთანხმებით, გვაქვს რუსული მშვიდობა რეგიონში (Pax Russica).

 


შესაძლოა, რომ გრძელვადიანად რუკა (რომელიც ჩემ მიერ არ არის შედგენილი) - დე ფაქტოდ მაინც - რგიონში იყოს მიახლოებულად ისეთი როგორიც ამ პოსტის თანდართულ ფაილზეა დატანებული.

 


პ.ს. ომმა დაგვანახა ფონ კლაუზევიცის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ნათქვამის ჭეშმარიტება: "ომი პოლიტიკის გაგრძელებაა ოღონდ სხვა მეთოდებით". სამწუხაროა თუ არა, ფაქტია, რომ ჩვენი რეგიონის შემთხვევაში ეს რეალობა დადგა.

 

 

როდესაც მეტი სიახლე გახდება ცნობილი და ყველაფერი პოსტფაქტუმ დალაგდება განახლებას დავწერ.

 

 

აქ კი შეგიძლიათ იხილოთ ალიევის პოსტი: https://twitter.com/preside.../status/1325961118188253186...

 

გიორგი კობერიძე,

 

GIPA-ს ლექტორი

 

წყარო: Facebook 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი