გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ აგრძნობინა „ქართულ ოცნებას“, რომ გონს მოვიდნენ, - განაცხადა ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრმა, თამარ კორძაიამ.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, აქციების საპარლამენტო ტრიბუნით შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გააკეთებს თუნდაც ერთ განცხადებას მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი, პერსონალური განცხადებით კიდევ ერთხელ ჩააყენა ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში, რომელმაც კედელი აღმართა საზოგადოების წინაშე და იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პატიებს მისცა ხმა.
მე ვიზიარებ იმ ნაწილში, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვაშიშვლებთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც სრულ აბსურდშია გადასული და საქართველოს მოქალაქეებს არ გველაპარაკება.
პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება აქვს გაერთანებულ ოპოზიციას. ეს იყო გრიგოლ ვაშაძის პერსონალური განცხადება, რომელიც არ არის წინააღმდეგობაში ჩვენს პოზიციასთან, რადგან გააშიშვლა „ქართული ოცნება“, რომელიც არ ელაპარაკება მოქალაქეებს.
ალბათ დღეს მოისმინეთ არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ამომრჩევლის ნებას. ნებას, რომელიც თავზე დაახია „ქართულმა ოცნებამ“.
გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ იქნებ, გონს მოვიდნენ და გადმოდგან ნაბიჯები. გრიგოლ ვაშაძემ საბოლოოდ გააშიშვლა „ოცნება“, რადგან ამ განცხადების მერეც ისინი იგივეს ამტკიცებენ და ოპოზიციაში განხეთქილების დათესვას ცდილობენ, მაგრამ „ოცნებას“ არაფერ უშველის. შაბათს, სამ საათზე კიდევ ერთხელ დაინახავენ საქართველოს მოქალაქეების პოზიციას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.