თამარ ჩარკვიანი: ჩემს მეგობარ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს არ ვეთანხმები
10-11-2020, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერმა, თამარ ჩარკვიანმა „ევროპული საქართველოს“, „გირჩის“, „ლელოს“ და გიორგი ვაშაძის პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შეფასებისას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ყველა პარტიას სასწრაფო დიალოგისა და პარლამენტიდან ბრძოლის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს, თქვა, რომ „გრიგოლ ვაშაძე როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა და ამიტომ გააკეთა მან ამ ტიპის განცხადება“.

 

 

„ოპოზიცია ასე იკრიბება ხოლმე, ეს არ არის განსაკუთრებით, რაღაც ისეთი შეხვედრა. თუმცა, ბატონი გრიგოლის განცხადებამ გამოიწვია, ასე ვთქვათ, თავყრილობა. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია და როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა, ამიტომ გააკეთა ამ ტიპის განცხადება.

 

 

ჩემს მეგობარ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ ჩვენ არასამართლებრივ დიალოგს არც ჩვენ ვთავაზობთ არავის. განა ოპოზიცია არასამართლებრივად საუბრობს? განა პროკურატურას რომ მივაკითხეთ სარჩელით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამართლებრივი გზით ვაპირებთ საუბარს? მაგრამ ერთი არის სამართლებრივი დიალოგი და მეორე არის არასამართლებრივ მოქმედებაში შეჰყვე ხელისუფლებას. არასამართლებრივ მოქმედებაში ხელისუფლებას არ უნდა შევყვეთ.

 


აქ ვართ ოპოზიციური პარტიები და არ ვაპირებთ შესვლას. ხატია დეკანოიძემ განცხადება გააკეთა, რომ არ იყო შეთანხმებული ბატონი გრიგოლის განცხადება, არ იყო შეთანხმებული მათ პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, იცით ჩვენი მყარი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებთ შესვლას“, განაცხადა ჩარკვიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი