თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია "ეს ქვეყანა ჩვენია"-ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლომდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საჩივრით ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს, რომელმაც აღნიშნული საჩივარი განმხილველ დიდუბის საარჩევნო კომისიას არ გადაუგზავნა. ეს ქმედება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვალა, რის შემდეგაც საქმემ საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა.
საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ჩუღურეთის საუბნო კომისიების მიერ შედგენილი ყველა სადავო ოქმი განიხილეს, მათ შორის განსაკუთრებული დარღვევებით შედგენილი 06.07.05 და 06.07.11 შემაჯამებელი ოქმები. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ორგანიზაციის მოთხოვნა და ნაწილობრივ ბათილად ცნო დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დიდუბის საოლქო კომისიას დაევალა საჩივრის განხილვა და 06.07.05 და 06.07.11 საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
გარდა ამისა, ორგანიზაცია "ეს ქვეყანა ჩვენია"-ს წარმომადგენლები 13 ოქმის ბათილობას ითხოვდნენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.