„ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.
„მე ვამბობდი, დააზუსტოს-მეთქი, ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო კომენტატორმა იხუმრა, მომეწონა. მან თქვა, მიმითითეთ, თუ შეიძლება, სად არის ბატონი ვაშაძის მეორე განცხადების დაზუსტების ოქმიო, ამით ნათქვამია ყველაფერი. თავისთავად, თუ პოზიცია მყარია, ძალიან კარგია, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს.
თუ მისი და მისი გუნდის პოზიცია მყარია, ძალიან კარგია, რადგან ეს პრინციპული საკითხია „ევროპული საქართველოსთვის“ და იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც აქ იყვნენ. აუცილებელია, რომ ამ საკითხში, ისე როგორც დანარჩენ ორ საკითხში, გვქონდეს მყარი პოზიცია, არანაირ რყევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი არა ჩვენი პარტიული ინტერესის გამო, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი დანარჩენი სხვა ჩვენ ქვეყანას უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება.
„სანამ გონს არ მოვა ივანიშვილი, მანამდე გაგრძელდება სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტი, როცა გონს მოვა, მაშინ, დიახ, დიალოგის მეშვეობით უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებაზე შეთანხმება“, – განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.