მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა, მთელი დღეა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ
10-11-2020, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა, მთელი დღეა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. თავად გრიგოლ ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

 

 

„ოპოზიციაში არის ძალიან დიდი დაბნეულობა. ჯერ ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს. მითხრეს, რომ ნიკა გვარამიას ციტირებამ დაასწრო გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. ანუ, ჯერ გვარამიამ გააკეთა განცხადება და შემდეგ გამოქვეყნდა ვაშაძის განცხადება. რა ხდება არ ვიცი, ალბათ, ერთმანეთში გაერკვევიან. თუ მათი გზავნილი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ვფიქრობ, კონსტრუქციულობაზე პრობლემები არავის არ უნდა ჰქონდეს. თუ ვერ არკვევენ იმას, რადიკალურ პოზიციას გაჰყვნენ, თუ დესტრუქციულ გზას მიმართონ, სჯობს, ჯერ ჩამოყალიბდნენ და ჩვენი რეაქცია იქნება. ზოგადად, კონსტრუქციულობას არავინ ეწინააღმდეგება, რადგან ეს პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოზიციაც არის.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა და პარლამენტში შემოვა თუ არა, შეიძლება ამის ბევრი დადებითიც ვიპოვოთ და ბევრი უარყოფითიც. „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია იმით, როგორ შეუშალოს ხელი განვითარების დინამიკას. მათგან საგნობრივი კამათი არ გვინახავს, მხოლოდ რადიკალური ზომებია პარლამენტში მიღებული. ყოველთვის არეულობის სცენარს გვთავაზობენ. დადებითია, რომ ცუდად არ გამოვჩნდეთ დასავლელ პარტნიორებთან დემოკრატიის მიმართულებით. პარლამენტში რაც უფრო მეტი პარტია იქნება, უკეთესია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი