საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
„აშშ-ის საელჩო თბილისში მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.