10 ნოემბერს, ისრაელის ელჩი რან გიდორი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრაზე მოხდა რეგიონის პოტენციალის გაცნობა და ისრაელის საელჩოსა და „Mashav“-თან (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) შესაძლო თანამშრომლობისა და პერსპექტივების განსაზღვრა.
ვიზიტის ფარგლებში, რან გიდორი ასევე პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდს“ ეწვია, სადაც მას კოლეჯის დირექტორმა, ირმა ჯაფარიძემ უმასპინძლა და ელჩს ყველა ის საინტერესო მიმართულება გააცნო, რომელსაც პროფესიული სასწავლებელი თავის სტუდენტებს სთავაზობს.
ელჩმა მოინახულა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური კოლექციით და ევროპის საუკეთესო მუზეუმების სიაშია.
რან გიდორი ასევე ეწვია მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს და დაესწრო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „რიჰო“-ს გამორჩეულ და შთამბეჭდავ კონცერტს.
აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ისრაელის საელჩოს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მაღალმთიან რეგიონებში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის თემში არსებული „ახალგაზრდული ცენტრისთვის“ მოხდა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ წიგნების დარიგება. აღნიშნული პროექტი უკავშირდება „მოხალისეთა ჰაბის“ ინიციატივას. ისრაელის საელჩომ „მოხალისეთა ჰაბთან“ წელს დაიწყო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში რამდენიმე რეგიონში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.