რიჩარდ ნორლანდი: ქართველ სამხედროებს შეუძლიათ მონაწილეობა ევროკავშირის ოპერაციებშიც მიიღონ
17-02-2014, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც საქართველოში ამერიკის ელჩი აცხადებს, ქართველი სამხედროები აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომ არამარტო ნატო-ს, არამედ ევროკავშირის ოპერაციებშიც მიიღონ მონაწილეობა.

 


"ქართველი სამხედროები ამჟამად ბევრად მაღალ დონეზე არიან და მათ შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა არამხოლოდ ნატო-ს მიერ მართულ ოპერაციებში, არამედ ევროკავშირის ოპერაციებშიც, მაგალითად, როგორიც არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. ქართველი სამხედროები აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც მათ შეიძლება დასჭირდეთ", - განაცხადა ნორლანდმა.

 

 

ამასთან, რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის.

 

 

"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც საქართველომ გამოავლინა, მის მიერ გაცხადებულ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დაახლეობასთან დაკავშირებით, გახლავთ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში ნატო-ს მისიის ფარგლებში. საქართველომ დაადასტურა თავისი ერთგულება, რომ დარჩეს ISAF-ის მისიის ფარგლებში, ვიდრე აშშ მიიღებს მონაწილეობას ამ მისიის განხორციელებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ გაწეულ ღვაწლს ამ საქმეში", - განაცხადა ნორლანდმა.

 

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=4351&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი