ილჰამ ალიევი: “2016 წელი აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის ადვილი წელი არ იქნება”
07-10-2015, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნავთობის ფასის შემცირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა აზერბაიჯანის ეკონომიკას. ამ და სხვა ფაქტორების გამო ხდება კაპიტალის გადინება ქვეყნიდან და საკმაოდ სწრაფი ტემპით მცირდება ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები. საერთაშორისო ვითარება და კონფრონტაცია რუსეთსა და დასავლეთს შორის, ირანის ნავთობის მოსალოდნელი გასვლა მსოფლიო ბაზარზე და მსოფლიოში ჭარბი ნავთობი არაფერ კარგს არ ჰპირდება აზერბაიჯანის ეკონომიკას, რომელიც უდიდეს წილად ეფუძნება ენერგომატარებლების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს.


“2016 წელი ეკონომიკისთვის ადვილი წელი არ იქნება. ჩვენ ეს ვიცით და უნდა ვიცოდეთ”- განაცხადა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თუმცა საზოგადოება დაამშვიდა, რომ მომავალ წელსაც ქვეყნის წარმატებულ განვითარებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება – ყველა სოციალური პროგრამა განხორციელდება და ეკონომიკური განვითარება უზრუნველოფილი იქნება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.


აღიარებს რა, რომ 2015 წელი აზერბაიჯანისათვის მძიმე წელი იყო, ალიევი ირწმუნება, რომ ყველა შეფასება სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებასთან შედარებაში უნდა გაკეთდეს და თუკი სხვებთან, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სამხედრო და ზნეობრივი კრიზისი არსებობს, აზერბაიჯანში პირიქით, ეროვნული, ზნეობრივი ღირებულებები, აზერბაიჯანული ნაციონალიზმი და რელიგიური ტოლერანტობა არის დაცული, ხოლო სოცილურ-ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოფილი.


აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის სამირ შერიფოვის თქმით, ამჟამად აზერბაიჯანის ეკონომიკაზე ორი საგარეო შოკი ახდენს გავლენას. პირველი მათგანი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემაა, ხოლო მეორე, რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში ეროვნული ვალუტების საგრძნობი გაუფასურება.

 

tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი