დავით ზალკალიანი: პომპეოს ვიზიტის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება
11-11-2020, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ღიმილისმომგვრელს  უწოდებს და აცხადებს, რომ პომპეოს ვიზიტის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. 

 

 

"ღიმისლისმომგვრელია და არასერიოზულია, არც კი ვაპირებ ამაზე სერიოზული პასუხი გავცე ოპონენტებს, რადგან ეს არის, გაუთვითცნობიერება და არცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების.   მეორე მხარეა, თუ კი იციან ეს,  და მე ვიცი, რომ მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც აქვს გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების, და ამას კვლავ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მანიპულაციებისთვის, ისინი ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, რომ დაკარგული არიან თარგმანში, თანმიმდევრულობაში, განცხადებებში, ლოგიკაში.

 

 

არანაირ ლოგიკაში არ ჯდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტრერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა. ოპონენტებმა, როგოც ჩანს, ვერ გაიგეს, ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებების, რომლებიც უკვე გაჟღერდა. აშშ-ს საელჩოს განცხადება, რომელიც გავრცელდა არჩევნების შემდეგ, ეს ხომ არის აშშ-ს მთავრობის პოზიცია, რა განსხვავებულ გზავნილს ელოდებიან ისინი სახელმწიფო მდივნისგან?" - განაცხადა ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა. 

 

 

მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტად, 17-18 ნოემბერს ჩამოდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი