სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მათ შორის მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევენები, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას.
კაპანაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური კრიზისია და საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელისუფლების მხარდაჭერაა, ტყუილია.
„რაც შეეხება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, ბუნებრივია, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ჩვენ სრულ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო დეპარტამენტთან, საელჩოსთან, ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას ვაწვდით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მათ შორის, მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევენები. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ეს არის ხელისუფლების მხარდაჭერა და გაყალბებული არჩევნების აღიარება, თუ ეგ კონვერტაცია აქვს ,,ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, უბრალოდ ტყუილია. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც საინტერესოა ამერიკისთვის, რომელიც ამერიკის პარტნიორი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც აქამდე ბევრჯერ გაუკეთებია, როდესაც თავის განცხადებებში დაუდასტურებია თავისი ერთგულება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი, დაუდასტურებია თავისი ინტერესი საქართველოში დემოკრატიისადმი, ამის გაგრძელებას სწორედ ეს ვიზიტი“, – განაცხადა კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.