გლდანის რაიონში სკვერების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ამჯერად, მეხუთე მიკრორაიონის N18 - N20 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 1 200 კვ.მეტრ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი და გარე განათების სისტემა მოეწყო. ასევე, დაიგო ფილები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 114 480 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.