სრულიად ბუნებრივია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციას არ ხვდება, გამიკვირდება, თუ დაინიშნება შეხვედრა, - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლებისთვის სერიოზული სიგნალი, რომ დასავლეთს მსოფლიოში არსებული სირთულეების მიუხედავად არ ავიწყდება საქართველო.
„ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პირის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა, მით უფრო, როდესაც კავკასიაში იყო ომი და ძალიან მძიმე ვითარებაა, ჩვენთან იყო არჩევნები და ახლა რთული პოლიტიკური პროცესია. მივესალმები ასეთი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში და იმედია მაქვს, რომ მისი ჩამოსვლა იქნება სერიოზული სიგნალი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული სირთულეებისა, საქართველო არ ავიწყდება დასავლეთს და არ ავიწყდება, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა. ოპოზიციასთან მის შეხვედრას რაც შეეხება, მე ვფიქრობ რომ სრულიად ბუნებრივია, რომ ასეც არის. ძალიან გამიკვირდება, თუ დაინიშნება ოპოზიციასთან შეხვედრა, რადგან ასეთ ვითარებაში, როდესაც კრიზისია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასეთი რანგის ადამიანთან შეხვედრას წინასწარი მომზადება უნდა, უნდა იყოს წინასწარი შეთანხმების ან კომპრომისების ფორმულები, ერთი ან მეორე მხრიდან და შემდეგ, ამ შეხვედრას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. ვინაიდან ვიზიტის შესახებ ასე სპონტანურად და უცებ გაჟღერდა, არ მიკვირს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა არ იქნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, პომპეოს ჩამოსვლის დღეს აქცია უნდა გაიმართოს.
„მიმაჩნია, რომ მისი ჩამოსვლის დღეს უნდა ჩატარდეს აქცია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა არა ხმაურიანი, არამედ მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი დაანახებს ამერიკელ სტუმარს თავის ნებას. აქცია უნდა მოეწყოს, რომ დავანახოთ ამერიკელ სტუმარს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევნების მოპოვების განწყობა. ასიგნებებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მივესალმები, რაც უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ჩვენი ქვეყანა. მოსახლეობა არის უკიდურესად გაჭირვებული. აუცილებელია ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, რადგან ჩვენ მილიარდები მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ რიგით მოქალაქემდე ეს მილიონები არ მისულა, არც ეკონომიკა დამდგარა ფეხზე და არც ლარის კურსი გაუმჯობესებულა, არც გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა მოკლებულა. ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლოა და გამიხარდება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ჩემს ქვეყანას მეტი დახმარება გაუწიონ, მაგრამ დახმარება თვითმიზანი არ შეიძლება, იყოს. მიზანი არის ის, რომ დახმარება მივიდეს კონკრეტულ ადამიანებამდე, ამ ხელისუფლების ხელში კი ეს არ ხდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.