ოფიციალური ერევნისა და ბაქოს თხოვნით საქართველომ რუს მშვიდობისმყოფელებს საჰაერო დერეფანი გაუხსნა, - განუცხადა „ეხო კავკაზას“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ.
„რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში გაემგზავრება მთიან ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები“, - განაცხადა აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.