სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის, ეკატერინე მოდებაძის ინფორმაციით, სრულად შეაჯამა 122 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები. მისივე თქმით, სამგორის საოლქო კომისიის ორმა წევრმა შემაჯამებელ ოქმზე ხელი არ მოაწერა.
„სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიამ სრულად შეაჯამა 122 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები. მაჟორიტარული სისტემით მეორე ტური გაიმართება. საუკეთესო მონაცემის ორი კანდიდატია გადასული მეორე ტურში. გათვალისწინებული იქნა სასამართლო განხილვის შედეგები, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული განკარგულებები, რომლის საფუძველზეც შესწორდა გაურკვეველი ხარვეზები საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებში და კომისიის მიერ იქნა მიღებული გადწაყვეტილებები.
ყველა განცხადება- საჩივარი, რომელიც იქნა წარმოდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიაში, მიუხედავად იმისა, უფლებამოსილი პირების მიერ იყო თუ არა წარმოდგენილი, საფუძვლიანად შეისწავლეს. რაც შეეხება განცხადება-საჩივრებს, რომლებიც სხვადასხვა ჩართულმა მხარემ წარმოადგინა და გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, სასამართლოს გადწყვეტილებების საფუძველზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ერთი უბნის გახსნაც დაგვავალა საქალაქო სასამართლომ, უბნის გადათვლის შედეგად ზუსტად იგივე შედეგი მივიღეთ, რაც რეალურად იყო ასახული. იყო საჩივრების გარკვეული რაოდენობა, რომელიც არ იყო კანონის შესაბამისად წარმოდგენილი, მხოლოდ ასეთი ტიპის საჩივრები დარჩა განუხილველი. შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ორმა წევრმა ხელი არ მოაწერა და სხდომამდე დატოვა დარბაზი“, – განაცხადა ეკატერინე მოდებაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.