(GUARDIAN.GE) - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე 10 ნოემბერს გავრცელებული განცხადების შემდეგ ტელევიზიით პირველად გამოჩნდა და „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კვლავ დაადასტურა ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობა.
„ვსინჯოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებულად თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს. ხელისუფლება გვეუბნება ნორვეგიაში და შვეიცარიაში ცხოვრობთ და იქაური არჩევნები ჩავატარეთო. გამოსავალი რა არის აქედან? თურქმენიზაცია ხელისუფლების და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ეს არის ჩვენი... ასე წარმოგვიდგენია ამ სახელმწიფოს მომავალი? მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს უპირველეს ყოვლისა, იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში, უკვე ყინვაში ღამე დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს; ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს გაუმკლავდეს იმ ხუთ უზარმაზარ კრიზისს, რომელიც ვახსენეთ. უნდა რაღაცნაირად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ მოვნახოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ იმიტომ, რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, კატასტროფაა ეს“, განაცხადა ვაშაძემ.
მან განმარტა, თუ რატომ არჩია დიალოგის მოწოდებისკენ წერილობითი ფორმით მიმართვის გავრცელება.
„ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობების მეთაურების მიერ ჩაიშალა“, აღნიშნა ვაშაძემ, თუმცა არ დაასახელა რომელ საელჩოებთან ჰქონდა მას, როგორც თავად თქვა, „ყოველდღიური კონტაქტი“.
„რახან ჩაიშალა, აქ, უკაცრავად, თითის გაშვერები არაფერს შველის. ყველა დამნაშავე არის, აბსოლუტურად და როგორც დიპლომატიური პროცესი იწყება, ისე უნდა დაიწყოს. არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული მოთხოვნა, არიან შუამავლები, მედიატორები... ამ წუთში უკვე მათი მზაობა არ ვიცი არის თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი მომზადებული იყო და რახან ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა, დიდი ბოდიში მინდა ყველას ვუთხრა და ჩემ თავსაც გავუმეორო, რომ ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით? თქვენ თავს დააბრალეთ, იმიტომ, რომ ყველა, აბსოლუტურად ხართ ერთნაირი“, აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.