გიგი უგულავას განცხადებით, 17 და 18 ნოემბერს განსხვავებული ფორმატის აქცია იგეგმება
12-11-2020, 14:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

17 და 18 ნოემბერს ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას, რომელიც იქნება მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ და ამავე დროს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

 

 

მისი თქმით, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ისეთი ლოკაციები შეირჩევა, რომ არანაირად შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან.

 

 

„იქნება დაკრული სტიკერები, აბსოლუტურად დავიცავთ სოციალური დისტანციას, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია. ჩვენ ერთი მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ არსებობს, პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება,  იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და მივესალმები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას. ეს აქცია არავის შეხვედრის მოთხოვნასთან, არაფერთან არ არის დაკავშირებული, ეს კავშირშია მხოლოდ ერთ რამესთან – გაყალბებასთან, არანაირი სხვა დატვირთვა ამ აქციას არ აქვს. მოგეხსენებათ, რომ პომპეოს ტურნეს აშუქებს მთელი მსოფლიო და შესაბამისად, მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი