თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, მაშინ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდე, ეს ძალიან მარტივია, - ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში უახლოეს პერიოდში შესაძლო ინიცირების შესახებ.
„ეს არის ლოგიკური ინიციატივა და მსჯელობა გაგრძელდება. შეიძლება, შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის სახითაც შევიდეს პარლამენტში, რაზეც შემდეგი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს. თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, მაშინ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდე, ეს ძალიან მარტივია. როცა ხალხმა მანდატი მოგანიჭა და ამით არ სარგებლობ, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევი, შესაბამისი პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდე. არგუმენტები არის ძალიან მყარი და ამ ინიციატივის განხილვას გავაგრძელებთ. შეიძლება, პარლამენტში კანონპროექტი ინიციატივის წესით უახლოეს პერიოდში შევიდეს, დეკემბერში კი, ასეთ პროექტზე მსჯელობა შემდეგ მოწვევას მოუწევს“, განაცხადა კობახიძემ, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ხალხის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევა და არ იქნება საჭირო ასეთი კანონისთვის სათანადო ძალის მინიჭება.
„პარლამენტში მათი შესვლა საჭიროა, რომ ქართული დემოკრატია სათანადოდ განვითარდეს. პარტიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მანდატებია, ვიდრე თუნდაც დაფინანსება. როცა მთავარ პრივილეგიაზე – პოლიტიკურ მუშაობაზე თავად ამბობ უარს, ასეთ დროს პრეტენზია დაფინანსებაზე ვერ ექნებათ. ეს არის მარტივი სამართლებრივი ლოგიკა“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.