რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ რეგიონში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ და სახელმწიფო რწმუნებულებს კონკრეტული დავალებები მისცა.
საუბრისას განიხილეს თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის საკითხი და ასევე დამატებით კოვიდსასტუმროების მობილიზება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შესაძლოა, მსგავსი საჭიროება დადგეს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია მკაცრად გაკონტროლდეს ინფიცირებულ პირთა კონტაქტების თვითიზოლაცია, ასევე – ოჯახის ექიმების ეფექტური ჩართულობა იმ ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.
რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველგან გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები, რაც კოვიდსასტუმროებში მოთავსებული შედარებით მსუბუქი პაციენტების სამედიცინო მეთვალყურეობას გულისხმობს. სახელმწიფო რწმუნებულების ინფორმაციით, რეგიონებში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.