ამირან გამყრელიძე: დღეს, 22:00 საათზე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი
12-11-2020, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო უახლოეს საათებში ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს.

 

 

„მოგეხსენებათ, დღეს კლინიკებს ცხელებით ბევრი მიმართავს. პოლიკლინიკებს აქვთ სწრაფი ტესტები, რათა მოხდეს დიფერენცირება, არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპირაციული ინფექცია. რეზერვში გვაქვს 400 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 45 000-მდე სწრაფი ტესტი. დღეს ღამის 22:00 საათზე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება – სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისი თქმით, ემ ეტაპზე საქართველოში სრული ჩაკეტვის გამოცხადება არ განიხილება.

 

 

„ჟღერდება რეკომენდაციები საკოორდინაციო საბჭოზე, რომელიც კონსესუსის წესით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს. ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება, კიდევ გაფართოვდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ განიხილება“, აღნიშნა მან.

კომენტარები: 1
#1   მზია
      
ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე დავწერე ,რომ უნდა შემოეტანათ რაც შეიძლება მეტი სწრაფი ტესტი.მარა ვინ მოგაქცია ყურადღება. ზაფხულში ხომ კარგად დაისვენეთ ,თვითკმაყოფილი რომ იყავით.
13 ნოემბერი 2020 01:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი