აშშ-ში საქართველოს საელჩო ნიუ იორკის შტატში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
„13 ნოემბრიდან (პარასკევი), ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნეს ცენტრები და ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზიის მქონე დაწესებულებები დაიკეტება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. შეზღუდვა არ შეეხება მიტანის მომსახურებას.
ახალი რეგულაციის თანახმად, შენობის შიდა და გარე შეკრებებზე დაშვებული იქნება მხოლოდ ათი ადამიანი.
რეგულაციების შესახებ, 11 ნოემბერს განცხადება გააკეთა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.