დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე მოქმედებს ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც ეპიდვითარების შესაბამისად შესაძლოა, გაფართოვდეს, თუმცა, მისივე თქმით, ემ ეტაპზე სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ განიხილება.
„ჟღერდება რეკომენდაციები საკოორდინაციო საბჭოზე, რომელიც კონსესუსის წესით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს. ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება, კიდევ გაფართოვდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ განიხილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.