თამარ ქიტიაშვილი: „გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონის პროფესიონალები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს“
13-11-2020, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროფესიული განათლების ევროპული კვირეულის ფარგლებში, ევროპის კომისიის ორგანიზებით, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. პანელურ დისკუსიაში, რომელიც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს მიეძღვნა, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ევროპის განათლების ფონდის დირექტორთან, ჩეზარე ონესტინთან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიიღო.

 

 

თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს მიერ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და ამ პროცესში სისტემაში ხარისხის სტანდარტების დანერგვისა და განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრის მოადგილემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც პანდემიის პირობებში პროფესიული განათლების კუთხით ქვეყანაში შეიქმნა.

 

 

თამარ ქიტიაშვილი ასევე შეეხო საქართველოში სპეციალისტთა საერთაშორისო სერტიფიცირებისა და გაცვლითი პროექტების წარმატებულ პრაქტიკას, რაც, მისი შეფასებით, პროფესიული უნარების განვითარებისა და ადგილობრივი ხარისხის ამაღლებისთვის საუკეთესო გზას წარმოადგენს.

 

 

„ევროკავშირისა და სხვადასხვა დონორთა მხარდაჭერით ქვეყანაში უკვე დაინერგა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კვალიფიკაციებისა და ხარისხის ჩარჩო, მომზადდა გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების დანერგვის საფუძველი, ასევე, უცხოურ ენათა სწავლების ახალი მოდელი. გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონის პროფესიონალები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

 

 

მინისტრის მოადგილემ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის შრომითი მობილობისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, არამედ სოციალურ და კულტურულ ინტეგრაციასაც.

 

 

შეხვედრის ბოლოს თამარ ქიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის განვითარების ფონდს (ETF)  გაწეული დახმარებისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

პროფესიული უნარების ევროპული კვირეული მიზნად ისახავს პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესებას. იგი პირველად 2016 წელს გაიმართა ბრიუსელში. მას  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც შეუერთდა. სხვადსხვა ქვეყნები პროფესიული უნარების კვირეულს ეროვნულ დონეზეც მართავენ. 2020 წლის დეკემბერში პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული საქართველოში დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი