სოლომონ პავლიაშვილი: „საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო"
13-11-2020, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როგორ შევქმნათ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევი“ - აღნიშნულ თემაზე, ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ ორგანიზებით, მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა გაიმართა. 

 


ონლაინ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც ფონდმა „Sitra” ფინეთის ეროვნული გზამკვლევის საფუძველზე შეადგინა. სახელმძღვანელო შეიცავს საუკეთესო პრაქტიკასა და რჩევებს.

 

 

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

 

 

„ცირკულარული ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ ყველაზე დიდ გამოწვევებს - ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებას, კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი, იგივე „საგზაო რუკა", არის ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს და ადგენს ძირითადი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს ცირკულარული ტრანსფორმაციისთვის აუცილებელ ცვლილებებსა და მოქმედებებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

 

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციის მიზნით,  სამოქალაქო ორგანიზაცია - საქართველოს ბუნების მკვლევართა საზოგადოება „Orchis”, პროექტის „Keep Georgia Tidy” ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა  რეკომენდაციებს აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, თუ როგორ უნდა დააჩქარონ ცირკულარული მოდელის პრინციპების განხორციელება ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი