მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების დღეს გამოვლენილი კიდევ ერთი დარღვევა გაასაჯაროვა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო უბნების მაგალითზე კლანურ-ნათესაური კავშირების დამამტკიცებელი მასალები წარმოადგინა.
„2020 არჩევნებმა საარჩევნო კომისიებში და უბნებში სისტემური ჩავარდნები გამოავლინა. პირველი - ოპოზიციური პარტიებიდან საუბნო კომისიებში დანიშნული წევრების უმეტესობას საერთოდ არ ამოუღო ხმა იმ მასშტაბურ გაყალბებაზე, რომელიც ხდებოდა უბნებში. პირიქით, მათ უპირობოდ მოაწერეს ხელი გაყალბებულ ოქმებზე, რომელსაც დღეს ვარჩევთ. და მეორე - კომისიების დაკომპლექტებაში ჩვენ გამოვავლინეთ უსერიოზულესი პრობლემა, ეს არის კლანურ-ნათესაური კავშირები, რომლებიც ფესვგადგმულია საუბნო და საოლქო კომისიებში. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არჩევნების დღეს ჰგავდა ჩვეულებრივ საქორწილო სუფრას, სადაც თავს იყრიან ოჯახის წევრები და ნათესავები,“ - განაცხადა ანა დოლიძემ ბრიფინგზე და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო უბნებში აღმოჩენილი ოჯახურ-ნათესაური კავშირების დამამტკიცებელი ფაქტები გაასაჯაროვა.
კერძოდ, დიდუბის 55-ე უბანზე კომისიის წევრები იყვნენ ცოლ-ქმარი - ნიკა გოგალაძე და მარიამ ხელაძე; ჩუღურეთის 38-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კომისიის წევრი იყო ლია ჩაჩიბაია, ხოლო კომისიის დამოუკიდებელი წევრად მუშაობდა მისი შვილი სოფიკო კვირკველია; დიდუბის 1-ლი უბანში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ყურავასთან ერთად კომისიის წევრად მუშაობდა მისი რძალი, თამარ ქობალია.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ეს მცირე ნაწილია ამგვარი „კლანურობის“ და ანალოგიური ფაქტები სხვა უბნებშიც მრავლად მოიპოვება.
„დასახელებული ფაქტები აჩვენებს, რომ არავითარ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ დანიშვნებს საოლქო კომისიების მიერ საუბნო კომისიებში ადგილი არ აქვს. პირიქით, დანიშვნები ხდება ნათესაურ-ოჯახური პრინციპებით, „ქართუ ჯიგრულად“. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძირშივე არის მორღვეული ის ძირითადი და მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც უნდა დაკომპლექტდეს კომისიები. ამიტომ, დღეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ამ კომისიების ძირფესვიანი ცვლილება. კლანურობის სისტემიდან ჩვენ თუ უნდა გავთავისუფლდეთ, სხვანაირად ვერასოდეს ჩატარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები,“ - აღნიშნავს მოძრაობა "ხალხისთვის“ ლიდერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.