მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არაფერს ვსაუბრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება საქმის ბოლომდე მიყვანა
13-11-2020, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოლაპარაკების პროცესს დადებითად ვაფასებ, რადგან ვარდების რევოლუციის დროს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რეგულარულად ვხვდებოდით მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს, პრემიერ მინისტრ ჯორბენაძეს და ვუყენებდით მოთხოვნებს, ის არაფრის შემსრულებელი იყო და ამის პარალელურად ვაძლიერებდით ზეწოლას ქუჩიდან, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ითამაშა გადამწყვეტი როლი, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

 

 

„კარგია მოლაპარაკებები. ახლა მთავრობა ცდილობს პროცესის იმიტაცია მოახდინოს, თითქოს რაღაცაზე მოდის, ესეც არის სისუსტის და იმის გამოვლინება, რომ ჩამოშლილები არიან. უცხოელებმაც დაიწყეს ტონის შეცვლა, რადგან დაინახეს, არც ერთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, არაფრის მომტანი არ არის, რადგან არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს საარჩევნო კომისიის პატიოსანი პროცესი, არსებობს მხოლოდ ერთი კაცი ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს წყვეტს. ამ პირობებში, ახლა, გადამწყვეტია, როცა კუთხეში არიან მომწყვდეულებიდასუსტებულები, რომ ხვალ იყოს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც ჩვენ გადავცეთ გზავნილი. ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა, ახლა ეს გზავნილი უნდა გადაეცეს, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრი ჟურნალისტი. უკვე ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მიკავშირდება, დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებული ხვალაც და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლის დროსაც, საერთაშორისო მედიაში ამ თემის ნამდვილი აფეთქება მოხდება, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შაბათს დაგეგმილ აქციაზე მნიშვნელოვანია ხალხის დასწრება.

 

 

„მეგობრებო, მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მესმის, ცივა, მესმის კორონავირუსია, მაგრამ კარგი ამბავია, რომ გაჩნდა ვაქცინა. თუ მთავრობა არ შეიცვალა, ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ნორმალური მთავრობა თუ იქნა, ვაქცინის გამოსვლიდან იმავე ან მეორე დღეს ის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოშიც. თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არაფერს ვსაუბრობ. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა საბოლოო გამარჯვებისთვის კიდევ მეტი ქმედების დროა. დიდი იმედი მაქვს თქვენი ხვალ და შემდგომ დღეებში. ბოლომდე ვიბრძვით ყველანი, ბოლომდე, ჩვენს გამარჯვებამდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრებო, ქვეყანას ვკარგავთ, ქვეყანასაც ვკარგავთ, სიცოცხლეებსაც ვკარგავთ, ჩვენ ახალგაზრდობას ვკარგავთ, პერსპექტივას, მომავალს, ყველაფერს ვკარგავთ. ჩვენ არაფერი არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, ყველაფერი უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ციტირებასაც საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი