ამ წუთებში ნატოს შტაბ-ბინაში, ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი შეხვედრა მიმდინარეობს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს მოლოდინები ვარშავის სამიტზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორცილების საკითხებია.
თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს დელეგაცია ბელგიის სამეფოში დღეს გამთენიისას გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.