გიორგი ლაღიძე: „მივმართავთ ხელისუფლებას, ნუ ელაპარაკება მხოლოდ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ გარდა არიან სხვა პოლიტიკური ძალებიც“
13-11-2020, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მომავალი კვირიდან  ვიწყებთ საპროტესტო აქციებს. აქციები იქნება პერმანენტული სახის. ჩატარდება სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან“–  ამის შესახებ პარტია „მომავალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ლაღიძემ განაცხადა.  მისი თქმით, ვითარების განსამუხტად ხელახალი არჩევნების დანიშვნა,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა  და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაა საჭირო, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა. 

 

 

„გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას, ნუ ელაპარაკება მხოლოდ  ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას. მათ გარდა არიან პოლიტიკური ძალები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენმა პარტიებმა, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, ზოგიერთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, აქედან გამომდინარე, ჩვენც უნდა გვესაუბროს ხელისუფლება“– აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.

 

 

მისივე განმარტებით, არჩევნები არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც გაყალბდა. 

 

 

„ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პროცესებს. ბუნებრივია,  მივაწოდეთ  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია“. - განმარტა ლაღიძემ. 

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ოთხმა პარტიამ  („სოციალური სამართლიანობისათვის“ , „ეროვნულ–დემოკრატიული მოძრაობა“, „არჩევანი საქართველოსათვის“ და „მომავალი საქართველო“) ერთობლივი ბრიფინგი გამართა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი