ზაალ უდუმაშვილი: ვიდრე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, მშვიდობიანი აქციები ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას
14-11-2020, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მხარეებს შორის დიალოგის დაწყება არ ნიშნავს ქუჩის პროტესტის გაჩერებას, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

 

 

მისი თქმით, ოპოზიცია დღეს რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრ ადამიანს ელოდება.

 

 

„დღეს აქციაზე მოთხოვნები ზუსტად იგივე იქნება, რაც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და გაგრძელდება ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს – ეს არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ის, რომ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო, არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის პროტესტი გაჩერდება. არა, ნამდვილად არ მივცემთ ამ ფუფუნებას ხელისუფლებას. ჩვენ დღეს ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს რუსთაველის გამზირზე ისევე, როგორც იყო წინა არჩევნების პერიოდში.

 

 

ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგი არ დამგარა, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რომელიც მშვიდობიან აქციებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, მშვიდობიანი აქციები ითვალისწინებს სახელმწიფო შენობების თუ უწყებების პიკეტირებას. ეს არის კონსტიტუციით დაშვებული აქციები, ასე რომ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, იმ მოლაპარაკებების პარალელურად, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, გაგრძელდება ქუჩის აქციები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი