პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეეებს შორის დიალოგის რეჟიმი არ დასრულებულა.
არჩილ თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, თუ რა საკითხებზე იმსჯელეს შეხვედრაზე.
„დიალოგი არ დასრულებულა. დიალოგისა და შეთანხმებისთვის კარი კვლავ ღიაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ. როგორც იცით, გვაქვს შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების დეტალებს არ ვასაჯაროებთ. შესაბამისად, ამაზე დეტალურ კომენტარებს ვერ გავაკეთებთ, რადგან ვალდებული ვართ, ეს პირობა დავიცვათ. საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება, როგორც კი ეს შეთანხმება მოხდება. არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ ახლა ვართ პოლიტიკურ დიალოგში, რათა შევთანხმდეთ იმაზე, როგორ გავაგრძელოთ თანამშრომლობა და როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ ქვეყნის პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელსაც ამერიკის ელჩთან ერთად, ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.