დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. კარგია, რომ ძალიან მტკიცედ ვართ ჩვენს პოზიციაზე. „ქართული ოცნება“ ძალიან შორის არის თავისი პოზიციით ჩვენგან, მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი იქნება. დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოლაპარაკება გაგრძელდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.