ამ დრომდე ძლიერი წვიმაა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დატბორილია ქობულეთის ნაწილი, სოფლებში კი მეწყერული პროცესები ვითარდება. წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის უბნები, მათ შორის ავტოსადგურის ტერიტორია დატბორა.
მაშველები ქობულეთში დატბორილ ქუჩებში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანას ცდილობენ. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ წვიმის გადაღებისთანავე შესაბამისი სამსახურები ამოტუმბვით სამუშაოებს დაიწყებენ.
სამუშაოებში ასევე ჩართულები არიან გურიის, იმერეთის და სამეგრელოს განყოფილების მეხანძრე-მაშველებიც.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, გამგეობაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო და სპეციალური მობილური ჯგუფები, ასევე შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება.
მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, დახმარების საჭიროების შემთხვევაში შემდეგ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდნენ: 0426 26 72 09; 595 70 44 00; 599 85 63 74:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.