მიშა საქართველოს გადარჩენის შანსიაო, აქ ვხედავ წარწერას, ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რა, მოდით, ვისაუბროთ, თუ რამე კარგი გააკეთა, ის კარგი დავტოვოთ. თუ რაიმე დანაშაულებრივი ქმედებები იყო. იმიტომ შეიკრიბა განახლებული ახალი ოპოზიციაც ახალი სახეებით, რომ იმ გაკეთებულს ჩამოვაცილოთ დანაშაულებრივი, რაც იყო და გავაკეთოთ კანონით, სამართლით, აღმშენებლობით ახალი სახეებით მაგარი საქართველო ავაშენოთ“, – განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს.
მისი თქმით, დღეს ქართულ ოპოზიციას სჭირდება ერთად დგომა.
„დღეს ეს ეტაპია საქართველოში, ასე დაეწყო ჩვენი ცხოვრება, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს, პოლიტიკამ იცის ასე. ჩვენ შევიკარით, რათა რუსი ოლიგარქი გადავადგოთ, ჯერ ეს არის გასაკეთებელი, როცა კანონსა და სამართალს ქვეყანაში დავახვედრებთ, ყველა ნიჭიერი ქართველი შემოვა საქართველოში, მიშაც, გრიშაც, გიორგიც და სუყველა. ამიტომ არ შეგვეშინდეს ერთმანეთის, დღეს ყველა ერთი ვართ. მთელი საქართველო ერთად ვართ, ამისტი, იმისტი, ყოფილი პრეზიდენტის მომხრე, ადრინდელი დამოუკიდებელი პრეზიდენტის მომხრე, რადგან ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“, – განაცხადა თაკო ჩაკრვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.