საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ „რვა ერის“ პირველ რაუნდში ლონდონში, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშება.
შეხვედრის პირველ ნახევარში, მე-15 წუთზე ინგლისელებმა პირველი ლელო გაიტანეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 7:0 გახდა.
30-ე წუთზე ინგლისელებმა მორიგი ლელო დადეს, გარდასახვის ზუსტად შესრულების შემდეგ კი მასპინძლები 14-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.
მალე ინგლისელებმა მესამე ლელოც გაიტანეს, თუმცა გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში 19:0 დარჩა. 37-ე წუთზე ინგლისელებმა მე-4 ლელოც მოაყოლეს, გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და პირველი ნახევრის დასასრულს, ანგარიში უკვე 26:0 გახდა.
ინგლისი-საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი სწორედ ამ ანგარიშით, 26:0 დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.