პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბარში გააკეთა, მოლაპარაკების პირველ ეტაპზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის გაიმართება, დეოკუპაციაზე საუბარი არ გამოვა.
"ჩვენ თუ ვიწყებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზაციისთვის ნაბიჯების გადადგმას, მაშინ დეოკუპაციაზე საუბარი არ გამოვა. ეს იგივე იქნება, სახლის მშენებლობა სახურავიდან რომ დავიწყოთ"-განაცხადა ცინცაძემ.
პოლიტოლოგის განცხადებითვე, საქართველომ უნდა შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ისეთი ფორმულების მოძიება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს სახე შეინარჩუნოს.
"შეიძლება, მოლაპარაკების პირველი ეტაპისათვის მთავარი იყოს ერთგვარი ფორმულის ძებნა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ისეთი ფორმულის ძებნა, რომელიც რუსეთსაც მისცემს საშუალებას, რომ სახე შეინარჩუნოს და საქართველოს უფრო დიდ ნაბიჯს გადაადგმევინებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. შეიძლება ეს შეხვედრა საერთოდ არ იყოს შედეგის მომტანი, მაგრამ შეხვედრა უნდა მოხდეს. წინასწარ არავინ იცის, დიპლომატიურ შეხვედრას რა შედეგი მოჰყვება,"- განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, პირველსავე შეხვედრაზე ჩიხში შესული ურთიერთობების მოგვარება არ ხდება, ამისათვის პროცესის დაწყებაა საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.