ევროპის საბჭო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხების საერთო სამუშაო ჯგუფს ტოვებს
08-10-2015, 01:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუარესებამ აიძულა ევროპის საბჭო, უკან გაეწვია თავისი წარმომადგენელი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხების საერთო სამუშაო ჯგუფიდან. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახური იუწყება.


დღეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა თავისი ამ გადაწყვეტილების შესახებ ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტს აცნობა, მანამდე კი საქმის კურსში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩააყენა.


ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2014 წლის ოქტომბრიდან ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაცოცხლების მიზნით ბაქოში სამუშაო ჯგუფის კრებებში მონაწილეობდა, მაგრამ ყველა ძალისხმევის მიუხედავად, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ბოლო დროს უფრო მეტი ადამიანის უფლებათა სფეროს აქტივისტი დააპატიმრეს.


ევროპის საბჭომ ასევე შემაშფოთებელი ინფორმაციები მიიღო აზერბაიჯანის ციხეებში არსებული მიუღებელი პირობების შესახებ.

 



tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი