თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციას უნდოდა რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა
15-11-2020, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-4 ნომრის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არ უნდათ ხმების გადათვლა და არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა.

 

 

„რევოლუცია ჩაფლავდა. მათ უყვართ ეს სიტყვა და მეც შემიყვარდა. ახლა, ამ ჩაფლავებული რევოლუციის ნანგრევებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ აღმოცენების პროცესშია პოლიტიკური ექსტრემიზმი“, აღნიშნა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნებზე მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერიათ და მათ მიერ მიღებული ხმები პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა.

 


„პარალელური დათვლა ჩაატარა არა ცესკო-მ, არამედ ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ). ISFED-ზე მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ენდობიან. შესაბამისად, რატომ არ ენდობიან იმას, რომ ცესკო-ს მაჩვენებელი და ISFED-ის მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ პრაქტიკულად ერთი და იგივეა, თუ არ ჩავთვლით 0,1%-იან სხვაობას“, განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი