დოდონა კიზირია: ახლა ხვდებით, რატომ არის სააკაშვილი იშვიათი ქართველი პოლიტიკოსი?
15-11-2020, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კარგახანს ვყოყმანობდი, დამეწერა ეს სტატუსი თუ არა, მაგრამ გოგელიას გადაცემას და მასთან მოსაუბრე ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურე და გადავწყვიტე მაინც დავწერ-მეთქი. გინებას, გაკიცხვას, მუქარას თითქმის 30 წელი იქნება, მიჩვეული ვარ. ასე რომ იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. ეს ისე, უბრალოდ რომ იცოდეთ.

 


არასოდეს ვყოფილვარ არც რომელიმე პარტიის აქტივისტი, არც რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ჩაკირულ-ჩაცემენტებული მოტრფიალე. ჩემთვის ყოველთვის იყო მთავარი ამ პოლიტიკური ლიდერების მოღვაწეობა საქართველოს ინტერესების სამსახურში.

 

 

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ორჯერ-სამჯერ შევხვედრილვარ, უკანასკნელედ 1992 წლის იანვრის საბედისწერო დღეებში, მაგრამ ახლოს არ ვიცნობდი. „გიჟი ზვიადისტი“ არასოდეს ვყოფილვარ. ის იყო ჩემთვის პიროვნება, რომელიც სათავეში ედგა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ისეთი უზარმაზარი მონსტრის წინააღმდეგ, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. თავს ვხრი მისი შემართების წინაშე და მიხარია, რომ შეძლებისდაგვარად ცოტათი მაინც შევძელი მცირედი სამსახური გამეწია მისი საქმისთვის.

 


მიხეილ სააკაშვილსაც რამდენჯერმე შევხვედრილვარ, მაგრამ ახლო არც მას ვიცნობ. „გიჟი მიშისტი“ არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ მისი პატივისმცემელი და მხარდამჭერი ნამდვილად ვარ. ჩემი აზრით, ის არის არა მხოლოდ ნიჭიერი პოლიტიკოსი, არამედ იშვიათი პიროვნება, განსაკუთრებით, იშვიათი ქართველი პოლიტიკოსი. ამ უკანასკნელ სამ სიტყვას ხაზი მინდა გავუსვა - იშვიათი ქართველი პოლიტიკოსი. ქვემოთ აგიხსნით, რა მაქვს მხედველობაში.

 

 

მე არ დავიწყებ ლაპარაკს იმის შესახებ, თუ რა დიდი დამსახურება მიუძღვის მას დანგრეულ-გაპარტახებული საქართველოს შევარდნაძისეული ჭაობიდან ამოთრევაში. როგორც ამერიკის მაშინდელმა ელჩმა მითხრა, “Georgia was a basket case”, რაც ნიშნავს, ისე დაუძლურებულ, დაინვალიდებულ ადამიანს, რომელსაც გოდრით დაატარებენ. აი, ასეთი გოდრით სატარებელი საქართველო მან ფეხზე დააყენა. შეცდომები? კი ბატონო, ჰქონდა. რომელ თქვენგანს არ ექნებოდა იმ უმძიმეს სიტუაციაში? ან რომელ იმ პოლიტიკოსს არ ექნებოდა, რომელიც დღეს გულში მჯიღს ირტყამს და ქვეყანას სამოთხის აშენებას ჰპირდება? როცა დღეს მის ყოფილ თანამებრძოლებს ვუსმენ, ვხვდები, რომ მას უფრო მეტი გაუკეთებია (ან როგორ გაუძლო?!), ვიდრე მეგონა. კარგი. დავანებოთ ამას თავი. ვუბრუნდები ქართველ პოლიტიკოსს, როგორც Homo sapiens-ის ერთგვარ მაგალითს.

 

 

ქართველი პოლიტიკოსი, როგორც ადამიანთა მოდგმის სახესხვაობა, ჩემი დაკვირვებით არის ამბიციური, შურიანი, ბოღმიანი და პოტენციური მოღალატე. ეს უკანასკნელი თვისება აპრიორია.

 


ახლა ხვდებით, რატომ არის სააკაშვილი იშვიათი ქართველი პოლიტიკოსი? მე არ მახსოვს (თუ ვცდები, გამახსენეთ, ბოდიშს მოვიხდი), რომ მას ოდესმე ვინმე მისი ყოფილი თანამებრძოლის ლანძღვა-გინებაზე ასევე ბოროტად ეპასუხოს. გიგი უგულავა ციხიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილს სანაგვეზე გადასაგდებ არარაობას უწოდებდა. ამის შემდეგ სადღაც საზღვარგარეთ, ვერ ვიხსენებ სად, მიშას შეხვდა. მახსოვს როგორ მეგობრულად გადახვია მიშამ ხელი, კიდევ ბევრი საქმეები გვაქვს გასაკეთებელიო უთხრა. არც საყვედური, არც გაბუტვა, არც ზურგის შექცევა.

 

 

თქვენ გახსოვთ, რომ სააკაშვილს ბოკერია გაელანძღოს? გახსოვთ, მათი მართლაც სამარცხვინო ღალატის შემდეგ პატარა საყვედური მაინც გამოეთქვას? ფიქრიც არ მინდა იმაზე რას იზამდნენ, რა სიტყვებით შეამკობდნენ მისი თანამებრძლები, მას რომ მათთვის ეღალატა.

 

 

არ მითხრათ, საქართველოში ჩამოსვლა პრემიერად გახდომისთვის უნდაო! მან საჯაროდ განაცხადა, რომ არავითარ თანამდებობაზე პრეტენზია არა აქვს. მისთვის მთავარია ოპოზიციის ერთიანობა, რათა საქართველო გადარჩეს იმ უბედურებას, იმ სამუდამო გაქრობას და განადგურებას, რისი საშიშროებაც გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ბევრს ჰგონია.

 


აი, სხვა რომ არაფერი, ამიტომ ვთვლი მას იშვიათ პიროვნებად, იშვიათ ქართველ პოლიტიკოსად და უდიდეს პატივს ვცემ მას.

 

 

დოდონა კიზირია,

 

პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი