22-ე დღეა უწყვეტი აქციები გრძელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობა „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს.
„ერთი კაცი არ გამოდგა თქვენ შორის ღირსეული. თქვე გამყიდველებო. თურქებზე მეტი მტერი თქვენა ხართ. მანდილი შეარცხვინეთ, ქალს გადაუარეთ - მანდილს, ქალს და მერე დაეყრებით სუფრაზე და სადღეგრძელოებს იტყვით თქვე გათახსირებულო ქართველებო. ფუი, თქვენს ქართველობას.
„შემირცხვენია ქუთაისის ეპარქია, აღარა ვარ თქვენი სულიერი შვილი. ღვთის რისხვა დაატყდეს ყველას, ვინც სამშობლოს ყიდის“, განაცხადა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.