საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში, ჰოჰენფელსის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. აღნიშნული წვრთნები კი, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. თავდაცვის ძალებმა საკუთარი შესაძლებლობებისა და საშუალებების ინტეგრირებით, მაქსიმალურად რეალური გარემოს შესაქმნელად მოაწყო ავღანური სოფლები და ქალაქები, ასევე სხვადასხვა როლის გასათამაშებლად მიზიდული იქნა სამოქალაქო რესურსებიც.
დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა 600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლისწინა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი წვრთნა, დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.