მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება... ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე? ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, რომ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას ერთ-ერთი მხარდამჭერის თხოვნის - „ჩამოდით ბატონო მიხეილ, სხვანაირად შედეგს ვერ მივაღწევთ“ - საპასუხოდ.
„მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება... ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე? ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, რომ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს. ხელი თუ არ გავანძრიეთ ყველამ... ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე რა თქმა უნდა, მზად ვარ ყველაფრისთვის, ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ.. და მათ შორის, თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად კიდევ მიტანა, კიდევ ერთი პრეზიდენტის, რუსეთის მიერ გაგდებული საქართველოდან, სიცოცხლის? ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.