მიხეილ სააკაშვილი: შექმნეს იმიჯი, რომ გიჟი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი
16-11-2020, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შექმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

„თქვენ შეგიქმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი. კი, ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ფიცხი ვიყავი შეიძლება და შევიცვალე ბევრ რაღაცაში, მაგრამ ის, რომ ახლა დაღვინდა, კი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ბევრი გამოცდილება მივიღე ჩვენი შეცდომებით და ბევრი გავიაზრე, მაგრამ საქართველო ძალიან მძიმე დღეშია. ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას და არა უბრალოდ, მომჯდარი, სოლიდური, რისკებს რომ არ იღებს ისეთი ადამიანი. ამიტომ, ვთქვი, რომ არ მინდა არაფერი პრემიერ-მინისტრობა, გავუშვათ წინ ახალგაზრდები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას საკუთარ ვენახში დაბრუნება უნდა და არა თანამდებობა.

„რა მზამზარეული, თანამდებობას გთხოვთ, კაბინეტი მინდა? ჩემს ვენახში მინდა დაბრუნება. თქვენი ქვეყანა დაიბრუნეთ და მეც გამიხარდება თქვენთან ერთად“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი