ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას აპირებს? - სერგეი შამბას კომენტარი
08-10-2015, 02:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პროგრამა თუ მართლაც არსებობს, ის არარეალურია, რადგან მიაჩნია, რომ "ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ [აფხაზეთში] და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ".


ამის შესახებ შამბამ sukhum-moscow.ru-სთან ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვის მიზნით ფონდის შექმნაზე მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურია ეს გეგმა, შამბამ უპასუხა:


"ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ განახორციელოს შესყიდვების ასეთი აქციის ორგანიზება. მაგრამ მე არ მესმის, რომელიღაც ქართველი როგორ იყიდის აფხაზეთში უძრავ ქონებას. შემდგომში რას უზამს ამ ქონებას? დასასვენებლად ჩამოვა აქ თუ საცხოვრებლად? ეს არარეალური პროგრამაა, თუ ის მართლაც არსებობს. ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ?"


ipn.ge -ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე, აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინოს, აფხაზი მკვლევარები მიმდინარე წლის აგვისტოში, აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზეც საუბრობდნენ.


"რუსეთს არ აქვს სურვილი, ახალი ტერიტორიები აითვისოს და აფხაზეთში უძრავი ქონება შეისყიდოს. მას თავისი მიწებიც ჰყოფნის, სამაგიეროდ, ასეთი მოთხოვნილება აქვს მილიონ-ნახევრიან ქართულ დიასპორას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ფონდი და გამოაცხადა, რომ მზადაა, ამ ფონდში მილიარდი დოლარი შეიტანოს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნით", - განაცხადა ისტორიკოსმა თემურ აჩუგბამ.

 

კომენტარები: 5
#5   თემო
      
ვიყიდოთ მერე მაგას რა ჯობია, ომს და უბედურებას ეგ არ ჯობიააა?? :)
9 ოქტომბერი 2015 11:32
#4   თენგიზ ცარციძე
      
რიგით აფხაზს ჩვენთან უნდა
ძმობის ძაფის მტკიცედ გამბა
ხელს უშლიან ხალხის მტრები
ხარჯიმბა და სერგო შამბა.
9 ოქტომბერი 2015 00:58
#3  zura
      
ეს ახალი ტყუილია შემოგდებული ბიდზინა ივანაშვილისგან
8 ოქტომბერი 2015 14:40
#2   laga
      
ციტატა: მარინე
ძალიან გამეხარდება, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება იმ დიდ საშვილიშვილო საქმეს, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია, რა ფორმით მოხდება არ არის მთავარი, მთავარია დაბრუნება მიწისა, რომელიც ოდითგანვე ქართველთა საკუთრება იყო და რომელიც ჩვენი (ქართველთა) უჭკუობით დავკარგეთ!

ციტატა: მარინე
ძალიან გამეხარდება, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება იმ დიდ საშვილიშვილო საქმეს, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია, რა ფორმით მოხდება არ არის მთავარი, მთავარია დაბრუნება მიწისა, რომელიც ოდითგანვე ქართველთა საკუთრება იყო და რომელიც ჩვენი (ქართველთა) უჭკუობით დავკარგეთ!
8 ოქტომბერი 2015 11:06
#1   მარინე
      
ძალიან გამეხარდება, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება იმ დიდ საშვილიშვილო საქმეს, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია, რა ფორმით მოხდება არ არის მთავარი, მთავარია დაბრუნება მიწისა, რომელიც ოდითგანვე ქართველთა საკუთრება იყო და რომელიც ჩვენი (ქართველთა) უჭკუობით დავკარგეთ!
8 ოქტომბერი 2015 10:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი