აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ხუთ პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
„რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 73 წლის მამაკაცი, მედცენტრში მკურნალობდნენ 78 წლის ქალი და 47 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, ხოლო 82 წლის მამაკაცი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 516 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი.
აჭარაში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობამ სულ 6 525-ს მიაღწია, 12 193-მა პირმა კი ვირუსი დაამარცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.