9 პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა სხვადსხვა პარტიას დაუჭირეს მხარი, ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, პარლამენტში ჰქონდეთ პოლიტიკური დებატი, პარლამენტში გაცვალონ არგუმენტები, იკამათონ და ასე მიიღონ გადაწყვეტილებები, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შეთანხმების შესაძლებლობა რეალურია.
„არის მნიშვნელოვანი გამოწვევები. რეგიონში არის ძალიან რთული საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით და, რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა და ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა ძალებმაც უნდა აიღონ. ჩვენ პატივს ვცემთ შედეგებს, პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და დღეს უკვე შეთანხმება არის შესაძლებელი, თუ იგივეს გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები“, - აცხადებს თალაკვაძე.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს 12 ნოემბერს დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.