პაიკ პომპეომ ჯერ კიდევ რვა წლის წინ იცოდა, ვის ხელში ვარდებოდა ქვეყანა, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პომპეო სრულად მიიღებს ინფორმაციას იმაზე, რაც ხელისუფლებამ მოაწყო.
„მაიკ პომპეო სრულად მიიღებს ინფორმაციას იმ ვაკქანალიაზე, რაც ხელისუფლებამ აქ მოაწყო. ამ ინფორმაცის უშუალოდ ჩვენგან მიიღებს თუ თავისი წარმომადგენლებისგან, რომლებიც დღეს ჩვენი მასპინძლები არიან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მან ინფორმაცია იცის და ეს ინფორმაცია იცოდა ჯერ კიდევ რვა წლის უკან, როცა შევხვდი კანზასის შტატშიდან კონგრესმენის რანგში. მან თავიდანვე იცოდა, ვის ხელში ვარდებოდა ქვეყანა. შესაძლებელია, მან ეს ინფორმაცია მიიღოს სრულიად სხვა წყაროებიდან, არანაკლებ კომპეტენტურებიდან.
არ არის გამორიცხული, რომ უცბად დაგვიძახონ შეხვედრაზე, ასეც ხდება. ასე იყო, მაგალითად, ბეიკერის ჩამოსვლის დროს, ასე იყო კონდოლიზა რაისის თბილისში ვოიაჟის დროს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.